კლიჩკო ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, მზად ჰქონდეთ დოკუმენტები და აუცილებელი ნივთები

24.02.22 11:20
კლიჩკო ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, მზად ჰქონდეთ დოკუმენტები და აუცილებელი ნივთები

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და მზად ჰქონდეთ დოკუმენტები და აუცილებელი ნივთები.

განცხადება უკრაინის დედაქალაქის მერმა Twitter-ზე  გამოაქვეყნა.

„ძვირფასო კიეველებო! უკრაინას თავს დაესხა აგრესორი. ჭურვების ხმა კიევში ისმის. ყველაზე საშინელი მტერი ახლა პანიკაა. არ დავკარგოთ სიმტკიცე. ყველა, ვინც არ არის ჩართული კრიტიკული ინფრასტრუქტურის მუშაობაში და ქალაქის უზრუნველყოფაში, დარჩით სახლში. მზად გქონდეთ „საგანგებო ჩანთა“ – დოკუმენტები, საგნების აუცილებელი მინიმუმი, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ოპერატიულად იყოს შესაძლებელი თავშესაფრამდე მიღწევა. დედაქალაქის ხელისუფლება, ჩვენ განვაგრძობთ ქალაქის მუშაობის უზრუნველყოფას. გავმაგრდით! ჩვენ უნდა გავუძლოთ!“, – წერს ვიტალი კლიჩკო.