ვისაც აქვს იარაღი, კანონიერად თუ უკანონოდ, აიღეთ ხელში იარაღი - გორდონის მიმართვა უკრაინელებს
უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი უკრაინელებს მიმართავს - "ყველას ვისაც შეუძლია ხელში იარაღის აღება, ვისაც აქვს იარაღი, კანონიერად თუ უკანონოდ, აიღეთ ხელში იარაღი".
უკრაინელებო, პუტინის რეჟიმი თავს დაესხა ჩვენს სამშობლოს. ფანჯრების მიღმა აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინა რუსეთის მთელს პერიმეტრზე დაიწყო სამხედრო მოქმედებები. ამ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ყველას ვისაც შეუძლია ხელში იარაღის აღება, ვისაც აქვს იარაღი, კანონიერად თუ უკანონოდ, აიღეთ ხელში იარაღი და მოემზადეთ წინააღმდეგობისთვის. ჩვენ არავის დავუთმობთ სამშობლოს" - აცხადებს ჟურნალისტი.
ვლადიმერ პუტინმა დღეს, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა მიმდინარეობს. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. იბომბება დასახლებული პუნქტები და სტრატეგიული ობიექტები.