მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები - საქართველოს ხელისუფლების პირველი კომენტარი

24.02.22 11:37
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები - საქართველოს ხელისუფლების პირველი კომენტარი

საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და რუსეთის შესაჩერებლად  საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები.  სხვა ოფიციალური განცხადებები უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა.განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა.

სამწუხაროდ, უკრაინაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაციის შესაჩერებლად და უზრუნველყოს საერთაშორისო ნორმების დაცვა. რთულ დროს ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით,“- წერს შალვა პაპუაშვილი.