უკრაინამ ქალაქი სჩასწიე დაიბრუნა, ლიკვიდირებულია 50-მდე რუსი ჯარისკაცი

24.02.22 11:57
უკრაინამ ქალაქი სჩასწიე დაიბრუნა, ლიკვიდირებულია 50-მდე რუსი ჯარისკაცი

ომი უკრაინაში - ლუგანსკის რეგიონში მდებარე ქალაქი სჩასწიე უკრაინამ დაიბრუნა. უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციით, მტერმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა.

ქ. შჩასწიე (ლუგანსკის რეგიონი), რომელსაც თავს დაესხა რუსი აგრესორი, უკრაინამ დაიბრუნა. თავდასხმის მცდელობისას განადგურდა ტექნიკა და 50-მდე მტერი იქნა ლიკვიდირებული.
ბედნიერება ჩვენს ხელშია!"
, - წერია განცხადებაში. 

შენიშვნა - CNN-ს ფოტო

ვლადიმერ პუტინმა დღეს, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა  მიმდინარეობს. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. იბომბება დასახლებული პუნქტები და სტრატეგიული ობიექტები.