"რუსული ჯარი დანაკარგებს განიცდის" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინელი სამხედროები რუსეთის თავდასხმას ღირსეულად უმკლავდებიან და რუსული ჯარი დანაკარგებს განიცდის - განცხადება რამდენიმე წუთის წინ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა გააკეთა.
მისი თქმით, ეროვნული თავდაცვის ძალები, იყენებენ თავდაცვის უფლებას გაეროს ქარტიის 51 მუხლის მიხედვით.
სიტუაცია კონტროლირებადია და რუსული ჯარი დანაკარგებს განიცდის"- თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, ალექსეი რეზნიკოვის თქმით, "ვინც იარაღის გამოყენება იცის, შეუძლია შეუერთდეს არმიას".