საავტომობილო საცობი კიევში - მოსახლეობის ნაწილი დედაქალაქს ტოვებს

24.02.22 12:39
საავტომობილო საცობი კიევში - მოსახლეობის ნაწილი დედაქალაქს ტოვებს

უკრაინის დედაქალაქ კიევში საავტომობილო საცობია. კიევის  მოსახლეობის ნაწილი ქალაქს ავტომობილებით ტოვებს. მედიასაშუალებებში ვრცელდება გრძელი საცობების ამსახველი ფოტომასალა.

მოსახლეობამ  კიევის დატოვება რუსეთის თავდასხმის შემდეგ დაიწყო. ავტომანქანები დასავლეთით მიემართებიან.

დღეს დილას გავრცელდა  ინფორმაცია, რომ კიევში აფეთქების ხმა ქალაქის აღმოსავლეთიდან ბორისპოლის აეროპორტის მხრიდან ისმოდა.