პუტინი თანამედროვე ჰიტლერია - პეტრო პოროშენკო

24.02.22 13:01
პუტინი თანამედროვე ჰიტლერია - პეტრო პოროშენკო

უკრაინის ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეხმაურება და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს თანამედროვე ჰიტლერს უწოდებს. ამის შესახებ პოროშენკომ საერთაშორისო ჟურნალისტებს პარლამენტის შენობასთან განუცხადა, სადაც დეპუტატები, შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, შეხვედრას მართავენ.

„პუტინი თანამედროვე ჰიტლერია,“- თქვა პეტრო პოროშენკომ.