მტერი გვიტევს, მაგრამ ჩვენი არმია დაუმარცხებელია, უკრაინა სრული თავდაცვის რეჟიმზე გადადის - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინა სრული თავდაცვის რეჟიმზე გადადის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
მტერი გვიტევს, მაგრამ ჩვენი არმია დაუმარცხებელია. უკრაინა სრული თავდაცვის რეჟიმზე გადადის“, – წერს რეზნიკოვი Facebook-ზე.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ყველას, ვისაც შეუძლია იარაღის ხელში ჭერა, შეუძლია, ახლავე შეუერთდეს თავდაცვის ძალებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში დღეს გამტენიისას შეიჭრა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.