უკრაინის პრეზიდენტის ახალი მიმართვა - "რუსეთი უკრაინას თავს დაესხა ისევე, როგორც ეს გააკეთა ფაშისტურმა გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის დროს

24.02.22 13:45
უკრაინის პრეზიდენტის ახალი მიმართვა - "რუსეთი უკრაინას თავს დაესხა ისევე, როგორც ეს გააკეთა ფაშისტურმა გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის დროს

უკრაინის პრეზიდენტის ახალი მიმართვა - ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ქვეყნის მოსახლეობა ერთიანია და გაუმკვდება ყვალა გამოწვევას. 

ქვეყნის მეთაურის თქმით, ყველა შესაბამისი უწყება მზადყოფნაშია და პანიკა საჭირო არ არის. მან მოქალაქეებს მოუწოდა, მიყვნენ იმ ინფორმაცია, რომელსაც ოფიციალური უწყებები გაავცელებენ. 

ზელენსკიმ მოქსლეობა დაამშვიდა და უთხრა, რომ ბანკები გამართულად მუშაობენ და ამ მიმართულებით პრობლემები არ შეიქმნება. 

"მტერს სერიოზული ზიანი მივაყენეთ როგორც დონბასსა და ლუგანსკში,  ასევე სხვადასხვა რეგიონში. ეს ზიანი კიდევ უფრო გაიზრდება. დღეს უკრაინა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას"- თქვა სპეციალურ განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტმა. 

 

ახლა უკრაინის მიტაცება მიმდინარეობს. არ არსებობს პოლიტიკური ოპონენტები, ყველანი მოქალაქეები ვართ, ჩვენ ქვეყნის ერთიანობას დავიცავთ"- თქვა ზელენსკიმ. 

მისი თქმით, მტერმა სერიოზული დანაკარგები განიცადა. 

მტერი განიცდის სერიოზულ დანაკარგებს, კიდევ უფრო მეტს დაკარგავენ, ისინი ჩვენს მიწაზე მოვიდნენ... ჩვენი მიწის დაცვისთვის უკრაინა უკვე გასცემს და მომავალშიც მისცემს იარაღს ყველა მსურველს". - თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სანქციები კიდევ უფრო გაუზარდონ რუსეთს. 

რუსეთი უკრაინას თავს დაესხა ისევე, როგორც ეს გააკეთა ფაშისტურმა გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის დროს"- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

უკრაინის მთავარსარდალი ამბობს, რომ რუსეთი და უკრაინა ისტორიას სხვადასხვა მხარეს დგანან და რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ არჩევანი. 

მან  რუსეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა, ვისავ "სინდისი არ დაუკარგავს, უნდა გამოვიდეს და გააპროტესტოს უკრაინასთან ომი". 

გამოსვლის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეს მიმართა, დაიცვან უკრაინა:

გამოცხადდოთ განსაკუთრებით ვეტერანები. ჩვენს დაჭრილებს სჭირდება სისხლი და გთხოვთ გახდით დონორები. მზად იყავით ყველაფრისთვის და გააკეთეთ ყველაფერი რათა სამშობლო დავიცვათ"- თქვა მან.