რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები - მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებას გმობს და რუსეთს საომარი მოქმედებების სასწრაფოდ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მაკრონი უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინასთან ომის წამოწყების შესახებ. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები. საფრანგეთი სოლიდარულია უკრაინის მიმართ. ის დგას უკრაინელების გვერდით და მუშაობს თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად",- წერს მაკრონი.