ვეწინააღმდეგები ომს, ის პუტინმა რუსი ხალხის პრობლემების გადასაფარად წამოიწყო – ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნიე სასამართლო პროცესიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეხმაურება. ნავალნიმ განაცხადა, რომ ის ამ ომის მოწინააღმდეგეა. ნავალნის თქმით, ომი დიდ მსხვერპლს გამოიწვევს.
ამ ომს ვეწინააღმდეგები. ვფიქრობ, რომ ეს ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს რუსეთსა და უკრაინას შორის, გაჩაღდა იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქეების დაყაჩაღება გადაიფაროს. რათა ყურადღება ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემებიდან გადავიტანოთ, მათ შორის, ეკონომიკის დეგრადაციიდან ყურადღების გადატანის მიზნით.
ეს ომი გამოიწვევს აურაცხელი რაოდენობის მსხვერპლს, ადამიანების განადგურებულ ბედს, საბოლოოდ კი ამ ხაზის გაგრძელება მიგვიყვანს რუსეთის მოქალაქეთა გაღატაკებისკენ“, – ამბობს ნავალნი