უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქებზე მარიუპოლსა და სჩასტიეზე სრული კონტროლი დაიბრუნეს

24.02.22 15:19
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქებზე მარიუპოლსა და სჩასტიეზე სრული კონტროლი დაიბრუნეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქებზე მარიუპოლსა და სჩასტიეზე სრული კონტროლი დაიბრუნეს. ხარკოვის მიმართულებით კი ბრძოლააქტიურად მიმდინარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, ხარკოვისკენ მიმავალ გზაზე დაიწვა რუსული სამხედრო ძალების 4 ტანკი.  ჩამოაგდეს სულ მცირე 6 რუსული თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი. ბოლო ინფორმაციით,  მოკლულია დაახლოებით 50 რუსი სამხედრო.