NATO ალიანსის აღმოსავლეთ მხარეში დამატებით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს აგზავნის

NATO ალიანსის აღმოსავლეთ მხარეში დამატებით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს აგზავნის, მოკავშირე ქვეყნებისა და ალიანსის დასაცავად. ალიანსი გმობს რუსეთის შემაძრწუნებელ თავდასხმას უკრაინაზე და მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები.
რუსეთის ქმედებები ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და ამას ექნება გეოსტრატეგიული შედეგები. NATO ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა დაიცვას ყველა მოკავშირის უსაფრთხოება და თავდაცვა. ჩვენ ვაგზავნით დამატებით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ მხარეში. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა, რათა ვუპასუხოთ ყველა გაუთვალისწინებელ გარემოებას",- წერია ალიანსის ოფიციალურ განცხადებაში.