ჩვენ უნდა განვალაგოთ ჩვენი ძალები, სადაც საჭიროება იქნება - სტოლტენბერგი
ნატო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას გმობს. ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ალიანსის აღმოსავლეთ მხარეში დამატებით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალები გაიგზავნება. NATO-ს გენერალური მდივნი თქმით, 25 თებერვალს NATO-ს საგანგებო სამიტი დისტანციურად გაიმართება.შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საკითხზე იმსჯელებენ. იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი 30-ვე ქვეყნის ლიდერს დასწრებისკენ მოუწოდა.
ნატო გმობს უკრაინაში შეჭრას და სთავაზობს შესაბამის პირობებს, ე სიყო დარღვევა საერთაშორისო კანონებისა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყონებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები, გამოიყვანოს უკრაინიდან თავისი შეიარაღებული ძალები. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას. ჩვენ უნდა განვალაგოთ ჩვენი ძალები, სადაც საჭიროება იქნება", - აცხადებს სტოლტენბერგი.
როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, ალიანსი არ გეგმავს, უკრაინაში ჯარები გაგზავნოს.