ჩვენი ჯარები უკრაინაში არ არიან, მაგრამ თუ რუსეთს და ბელარუსს დასჭირდება, შევლენ - ლუკაშენკო

24.02.22 15:14
ჩვენი ჯარები უკრაინაში არ არიან, მაგრამ თუ რუსეთს და ბელარუსს დასჭირდება, შევლენ - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მათი ჯარები მონაწილეობას არ იღებენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პროცესში, მაგრამ თუ რუსეთს დასჭირდება, უკრაინაში შევლენ. 

რუსული კოლონები უკრაინაში ბელარუსიდან შევიდნენ.

"ჩვენი ჯარები იქ არ არიან, მაგრამ თუკი საჭირო იქნება ბელარუსიისთვის და რუსეთისთვის, ჯარები შევლენ", - თქვა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვს ბოლო რამდენიმე კვირაა ბელარუსში ჯარები ჰყავს განთავსებული.