"რუსებს აეროპორტის აღება უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ" - ქართველი ჯარისკაცები კონფლიქტის ეპიცენტრში

უკრაინაში ქალაქ გონჩარენკოში შეტაკებების ეპიცენტრში ქართველი ჯარისკაცები მოხვდნენ. შეტაკებები 50 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და რუსმა ოკუპანტებმა უკან დაიხიეს.ბრძოლა რუსეთმა კიევის სამხედრო აეროპორტისთვის დაიწყო. უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე ამ ეტაპზე უპირატესობას არ ფლობს.
ქალაქ გონჩარენკოსთან უნდოდათ აეროპორტის აღება, დესანტი ჩამოსხეს, მაგრამ არ გამოუვიდათ და უკან გაბრუნდნენ. 50 წუთის განმავლობაში გვამუშავებდნენ ასე ვთქვათ, მაგრამ უშედეგოდ", - ამბობს ქართველი მებრძოლი.