უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესია მიუღებელია - ერდოღანი რუსეთის ქმედებებს გმობს

24.02.22 17:11
უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესია  მიუღებელია - ერდოღანი რუსეთის ქმედებებს გმობს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესია ჩვენთვის მიუღებელია - ასე ეხმაურება თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. 

მისი თქმით, რუსეთის  ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვაა

რუსეთის ეს ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად მიგვაჩნია, რაც მძიმე დარტყმაა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. ჩვენ წვლილს შევიტანთ იმაში, რომ უკრაინაში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოება დაცული იყოს, განსაკუთრებით კი თურქეთის მოქალაქეებისა და ჩვენი მოძმე თათრების. პრეზიდენტ ზელენსკისაც პირადად ვუთხარი, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას"- აცხადებს ერდოღანი.