პუტინი ევროპის მშვიდობას და სტაბილურობას დაესხა თავს - მაკრონი უკრაინაზე

"ომის არჩევით, პუტინი არა მხოლოდ უკრაინას დაესხა თავს. მან გადაწყვიტა ევროპის მშვიდობაზე და სტაბილურობაზე ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სერიოზული იერიში მიეტანა" - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთისთვის დაწესებული ევროპული სანქციები რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და ენერგო სექტორებს შეეხება.
რუსეთზე დაწესებული სანქციები მათი აგრესიის პროპორციული იქნება. ჩვენ სისუსტეს არ გამოვამჟღავნებთ" - თქვა მაკრონმა.
მისი თქმით, საფრანგეთი უკრაინის გვერდით დგას.
მ ივესალმები უკრაინის პრეზიდენტის, მთავრობისა და ხალხის გამბედაობას და თავდადებას. მათი თავისუფლება, ჩვენი თავისუფლებაა. მისი სიტყვის გატეხვით, დიპლომატიურ გზაზე უარის თქმითა და ომის არჩევით, პრეზიდენტმა პუტინმა არამხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტი დაარღვია, არამედ მან მთელი ევროპის სტაბილურობას მიაყენა დიდი ჩრდილი. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირსა და ნატოში, რუსეთისთვის მის აგრესიასთან შესაბამისი სანქციების მიღებაზე ვიმუშავებთ,"- თქვა მაკრონმა.