რუსი დიქტატორი ვერასდროს ჩაახშობს უკრაინელების რწმენას, იყვნენ თავისუფლები - ჯონსონი
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა საგანგებო მიმართვის დროს უკრაინელებს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ რუსი დიქტატორი მათ თავისუფლებას ვერასოდეს ჩაახშობს.
თუ მომდევნო თვეების განმავლობაში, თავისუფლების ცეცხლი ჩაქრება, ვიცი, რომ ის კვლავ აალდება უკრაინაში, რადგან ყველა მისი ბომბებით, ტანკებითა და რაკეტებით არ მჯერა, რომ რუსი დიქტატორი ოდესმე ჩაახშობს უკრაინელების ეროვნულ შემართებას და ვნებიან რწმენას, რომ უკრაინა უნდა იყოს თავისუფალი", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ჯონსონმა რუსეთის ქმედებას "თავხედური აგრესიის აქტი" უწოდა.
მივმართავ ბრიტანელ ხალხს და მათ, ვინც მოისმინა პუტინის მუქარა მათ წინააღმდეგ, ვინც უკრაინასთან დგას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოება შევუნარჩუნოთ. აღშფოთებაში გვიერთდებიან მეგობრები და მოკავშირეები მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან ერთად, რა დროც არ უნდა დასჭირდეს, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღდგენა. რადგან ეს თავხედური აგრესიის აქტი არის თავდასხმა არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ დემოკრატიასა და თავისუფლებაზე აღმოსავლეთ ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ეს კრიზისი შეეხება თავისუფალი, სუვერენული, დამოუკიდებელი ევროპელი ხალხის მიერ საკუთარი მომავლის არჩევის უფლებას. და ეს არის უფლება, რომელსაც გაერთიანებული სამეფო ყოველთვის დაიცავს", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო.