ვქმნით ანტი-პუტინის კოალიციას - ზელენსკი

უკრაინა პარტნიორებთან ერთად ანტი-პუტინურ კოალიციას აფუძნებს. ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ ის საფრანგეთის პრეზიდენტს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ავსტრიის კანცლერსა და თურქეთის პრეზიდენტს რუსეთის წინააღმდეგ კონკრეტულ სანქციებსა და სამხედრო დახმარებებზე უკვე ესაუბრა.
ჩვენ ვქმნით ანტი-პუტინის კოალიციას. მე ვესაუბრე ემანუელ მაკრონს, ურსულა ფონ დერ ლეიენს, კარლ ნეჰამერს, ერდოღანს კონკრეტულ სანქციებსა და ჩვენი ჯარისთვის კონკრეტულ დახმარებაზე. ჩვენ ველით დროულ ქმედებებს." - წერს ზელენსკი.