4 დაღუპული და 10 დაშავებული - დონეცკში რუსმა სამხედროებმა საავდმყოფო დაბომბეს

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ დონეცკში საავადმყოფო დაიბომბეს. არსებული ინფორმაციით, 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 10 დაშავდა.
ინფორმაციას დონეცკის რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს:
"უგლდარში, რუსმპა ოკუპანტების დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. მათი ბომბები მოხვდა ადგილობრივ საავადმყოფოს. დაშავებულებს შორის 6 მედიკოსია. დაშავებულების მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა", - წერს Facebook-ზე დონეცკის რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო.