რუსული ჯარები ბელარუსიდან საშიშ ზონაში, ჩერნობილში შევიდნენ

24.02.22 19:06
რუსული ჯარები ბელარუსიდან საშიშ ზონაში, ჩერნობილში შევიდნენ

რუსული ჯარები ბელარუსიდან ჩერნობილში შევიდნენ -  ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო წერს, რომ ეროვნული გვარდიის წევრები, რომლებიც საშიშ ბირთვულ, რადიოაქტიური ნარჩენების კოლექტორებს იცავენ, ოკუპანტევის წინააღმდეგ იბრძვიან. 

მისი თქმით, თუ დამპყრობლების საარტილერიო ცეცხლი ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს მოხვდება და გაანადგურებს ან დააზიანებს, რადიოაქტიური მტვერი შეიძლება მთელი უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ტერიტორიებზე გავრცელდეს.