კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა

24.02.22 19:21
კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა

კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა - გადაწყვეტილება ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მიიღო. 

"მეგობრებო! კიევი დღეიდან კომენდანტის საათს აწესებს, რომელიც იმოქმედებს საღამოს 22:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე. ეს იძულებითი ზომაა, მაგრამ სამხედრო აგრესიით გამოწვეულ ვითარებაში აუცილებელია დედაქალაქის მცხოვრებთან უსაფრთხოებისთვის.

კომენდანტის საათის დროს არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მეტროსადგურები კი ამ დროის განმავლობაში თავშესაფრებად იქნება ხელმისაწვდომი.

თხოვნაა ყველა ადგილობრივისთვის, დროულად დაბრუნდნენ სახლში. თუ კომენდანტის საათის დროს ქალაქში გადაადგილება აუცილებელი იქნება, აუცილებლად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, - განაცხადა კლიჩკომ.