ოდესის ოლქში, სამხედრო ნაწილის დაბომბვის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

24.02.22 20:04
ოდესის ოლქში, სამხედრო ნაწილის დაბომბვის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში - ბოლო ინფორმაციით, ოდესის ოლქის პოდოლსკის რაიონში სამხედრო ნაწილის დაბომბვის შედეგად სულ 22 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა ნახევარი ქალია. ნანგრევებიდან 6 ადამიანი გამოიყვანეს და პოდოლსკის საქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

დღეს ოდესის ოლქის პოდოლსკის რაიონის სოფელ ლიპეცკში სამხედრო შენაერთზე სამხედრო თავდასხმა განხორციელდა.