თუ არ დაგვეხმარებით, ხვალ ომი თქვენს კარზე მოაკაკუნებს - ზელენსკი

24.02.22 20:14
თუ არ დაგვეხმარებით, ხვალ ომი თქვენს კარზე მოაკაკუნებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო თანამეგობრობს კიდევ ერთხელ მიმართა - "უკრაინას არ აურჩევია ომის გზა და სურს მშვიდობას დაუბრუნდეს". 

"თუ თქვენ პატივცემულო ევროპელებო, მსოფლიო ლიდერებო, თავისუფალი სამყაროს ლიდერობო, ჩვენ დღეს არ დაგვეხმარებით, მაშინ ხვალ ომი თქვენს კარზე მოაკაკუნებს", - განაცხადა ზელენსკიმ.