გააგდეთ რუსეთი SWIFT-დან - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

24.02.22 20:19
გააგდეთ რუსეთი SWIFT-დან - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის SWIFT-დან გაგდებას ითხოვს: 

ამ საკითხთან დაკავშირებით დიპლომატიური არ ვიქნები. ყველას, ვინც ახლა ეჭვობს, გაძევებული უნდა იყოს თუ არა რუსეთი SWIFT-ის სისტემიდან, უნდა ესმოდეს, რომ მათი ხელები უდანაშაულო უკრაინელი კაცების, ქალებისა და ბავშვების სისხლში იქნება გასვრილი"- დაწერა მინისტრმა.

მანამდე განცხადება უკრაინის პრეზიდენტმაც გააკეთა.  მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით მკაცრ სანქციებს შემოიღებს. ზელენსკი ამბობს, რომ სანქციების დეტალები მან საფრანგეთის პრეზიდენტთან განიხილა.

"ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-ისგან, უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებას და აგრესორის შესაჩერებლად სხვა ქმედით ნაბიჯებს," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე.

 

 

მსგავსი სიახლეები