უკრაინაზე თავდასხმა ფართომასშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა - CNN

24.02.22 20:30
უკრაინაზე თავდასხმა ფართომასშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა - CNN

CNN-ი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაზე მიმდინარე შეტევები რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა. 

"რასაც ვხედავთ, ფართომასშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა" - განუცხადა CNN-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელიც დასძენს, რომ რუსეთის მიზანი დედაქალაქი კიევია.

რუსეთი სამი ძირითადი მიმართულებიდან უტევს რუსეთს - სამხრეთიდან ჩრდილოეთით, ყირიმიდან ქალაქ ხერსონის მიმართულებით; ჩრდილოეთიდან სამხრეთის, ბელარუსიდან კიევის მიმართულებით, კიევის ჩრდილოდასავლეთიდან ჩრდილოაღმოსავლეთის მიმართულებით - ეს შეტევაც ბელარუსიდან კიევისკენაა. ჩვენი შეფასებით, განზრახული აქვთ მთავრობის ჩამოგდება და საკუთარი რეჟიმის დასმა, რაც ახსნის ამ ადრეულ ძვრებს კიევის მიმართულებით." - ამბობს CNN-ის წყარო.