ნატო-ში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა

25.02.22 10:33
ნატო-ში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა

უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. შეხვედრა დღეს, კიევის დროით 16:00 საათზე შედგება.

ცნობისთვის, ამ წუთებში უკრაინაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. რუსეთმა  სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. აფეთქებების ხმა ისმის კიევში.