ეს ყველაფერი 1941 წელს მაგონებს -ზელენსკის მიმართვა უკრაინელებს

25.02.22 10:58
ეს ყველაფერი 1941 წელს მაგონებს -ზელენსკის მიმართვა უკრაინელებს

უკრაინის პრეზიდენტმა  დილით უკრაინელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ხელისუფლების განცხადებას, რომ მათ შეიარაღებულ ძალებს მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშები არ მიაქვს, სიცრუე უწოდა. ამის შესახებ მან კიევზე საჰაერო თავდასხმების და სროლის შემდეგ განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, უკრაინელი მებრძოლები გმირობას იჩენენ და მათ რუსული აგრესიის შეკავებისკენ მოუწოდა. ზელენსკის განცხადებით, ურაკინის მომავალი მხოლოდ უკრაინელ ხალხზეა დამოკიდებული. 

უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით ასევე, რუსეთის მოქალაქეების იმ ნაწილს მიმართა, რომლებმაც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა გააპროტესტეს. 

რუსეთი ფედერაციი პატივცემულო მოქალაქეებო! დღეს ღამე კიევის დასახლებული უბნები დაიბომბა. ეს ყველაფერი 1941 წელს მაგონებს. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებიც საპროტესტო აქციებზე გამოდიან, მინდა ვუთხრა, "ჩვენ ტქვენ გხედავთ!". ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჩვენი შეისმინეთ, თქვენ ჩვენი გჯერათ. იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ, - განაცხადა ზელენსკიმ.