ზელენსკის ოფისი ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებაზე თანახმაა

25.02.22 13:02
ზელენსკის ოფისი ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებაზე თანახმაა

უკრაინა ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით რუსეთთან  მოლაპარაკებაზე  მზადყოფნას აცხადებს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტსი აპარატის უფროსის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი ავრცელებს. 

უკრაინა მოლაპარაკებების სივრცეს ყოველთვის იტოვებს. მათ შორის, ახლაც, როდესაც რუსეთმა ჩვენს ქვეყანაში სრულად შემოიჭრა, - განაცხადა პოლიაკმა და ხაზი გაუსვა, რომ საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს. 

გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ვოლოდირ ზელენსკის სიტყვები დაასახელა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპამ უკრაინას დახმარებასა და ნატოში შესვლაზე უარი უთხრა. პოდოლიაკმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაიანს ევროპისგან განსხვავებით, რუსეთთან მოლაპარაკებების არ ეშინია.