ბოლო კვირეების განმავლობაში კიევმა განიზრახა ძალისმიერი მეთოდით დაეპყრო დონეცკი და ლუგანსკი - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლებს შეხვდა, უკრაინის ხელისუფლება დონეცკის და ლუგანსკის მოსახლეობაზე შეიარაღებულ თავდასხმებსა და გენოციდში დაადანაშაულა. მისი თქმით, რუსეთის მოქმედებების საფუძველი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები გახდა, რომელიც ნატოში შესვლას და ბირთვული იარაღის შექმნას უკავშირდებოდა.
რუსეთის ფედერაციამ აღიარა ლუგანსკის და დონეცკის სახალო რეპსუბლიკების დამოუკიდებლობა, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, რომელმაც დაასრულა დონბასში მცხოვრები ადამიანების ძალიან მძიმე ყოფა, რომელშიც ისინი იყვნენ 8 წლის განმავლობაში. ეს ხალხი გამუდმებით იყო დამცირებისა და კიევის რეჟიმის მხრიდან შეიარაღებული თავდასხმების მსხვერპლი. ეს იყო რუსოფობიისა და გენოციდის შედეგი. მე გაგახსენებთ რას ამბობდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომ დონბასში მცხოვრები ადამიანები არ იყვნენ ადამიანები, ისინი იყვნენ არადაამიანები და ეს ესტაფეტა გადაიბარა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც, რომელმაც თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ რუსულ ენას და უნდა რუსულ ენაზე საუბარი, უნდა წავიდნენ უკრაინიდან. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი დასავლელი კოლეგები მხარს უჭერდნენ უკრაინულ რეჟიმს და თვალს ხუჭავდნენ სამხედრო დანაშაულზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქალების, ბავშვების და მოხუცების წინააღმდეგ, არაფერს ამბობდნენ სამოქალქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე, ჩუმნად იყვნენ ნეონაციზმსა და რუსოფობიაზე. რასაკვირველია, დასავლეთი დადგა კიევის რეჟიმის მხარეს და მათ არ ჰქონდათ ძალისხმევა, რომ არ მომხდარიყო მინსკის შეთანხმების ჩამონგრევა. ბოლო კვირეების განმავლობაში კიევმა განიზრახა საბოლოდ ძალისმიერი მეთოდით დაეპყრო დონეცკი და ლუგანსკი, გამოაცხადა ნატოშ შევსლი უალტერნიტივობაზე და ბირთვული იარაღის ფლობაზე. ამ სიტუაციაში რუსეთის ფედერაციას არ შეეძლო არ გამხდარიყო ამ პროცესების მონაწილე. ჩვენი მოქმედებების საფუძველი თქვენი სახელმწიფო მეთაურების მომართვები გახდა. პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება დაეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით..., - თქვა ლავროვმა.
სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებმა თავის მხრივ, რუსეთის რპეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.