თალიბანი რუსეთსა და უკრაინას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს

25.02.22 14:22
თალიბანი რუსეთსა და უკრაინას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით  გადაჭრისკენ მოუწოდებს

თალიბანი რუსეთსა და უკრაინას კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრისკენ მოუწოდებს. ე.წ. ავღანეთის ისლამური საამიროს საგარეო საქმეთა სამინისტროს  ოფიციალური განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ავღანეთის ისლამური საამირო ყურადღებით აკვირდება უკრაინაში არსებულ მდგომარეობას და შეშფოთებულია მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის რეალური შესაძლებლობის გამო. ისლამური საამირო ორივე მხარეს სიმსვიდისკენ  მოუწოდებს. ყველა მხარემ უნდა თავი შეიკავოს მოქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს.

ნეიტრალიტეტის პოლიტიკის შესაბამისად, ავღანეთი მოუწოდებს კონფლიქტის ორივე მხარეს, რომ კრიზისი დიალოგითა და მშვიდობიანი გზებით გადაჭრას. ისლამური საამირო მოუწოდებს კონფლიქტში ჩართულ  მხარეებს, ყურადღება გამოიჩინონ იმ ავღანელი სტუდენტებისა და მიგრანტების მიმართ, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან", – ნათქვამია განცხადებაში.