"დაუყონებლივ მოძებნეთ უსაფრთხო ადგილები" - ხარკოვში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

უკრიანის ქალაქ ხარკოვში ევაკუაცია გამოცხადდა. ქალაქის მერმა ხარკოვში მცხოვრებ მოსახლეობას მიმართა სასწრაფოდ მოძებნონ უსაფრთხო ადგილები. მერმა მოსახლეობას მოუწოდა მეტროებს და სარდაფებს შეაფარონ თავი, სანამ საფრთხე არ გადაივლის.
გთხოვთ, ახლავე დაუყონებლივ ჩავხიდეთ მეტროპოლიტენის სადგურში, რომელიც მზადაა მისაღებად. ასევე ჩადით სარდაფებსა და თავშესაფრებში", - განაცხადა მერმა.
მოქალაქეები განგაშის სიგნალის ფონზე თავს უსაფრთხო ადგილებს აფარებენ.