უკრაინის დაცვით თქვენ, პირველ რიგში, საკუთარ თავს იცავთ - ზელენსკის მიმართვა დასავლეთს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლითაც ევროკავშირს და დასავლურ სამყაროს რუსეთის წინააღმდეგ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დასავლეთის სანქციები მნიშვნელოვანია, თუმცა არ არის საკმარისი.
სარაკეტო იერიშის მსხვერპლია უკრაინის ბევრი დასახლებული პუნქტი. კანცლერმა თავის გამოსვლაში თქვა, რომ ვითარება ურთულესია და რთულია, რომ არ დაეთანხმო. ვეთანხმები მის სიტყვებს, რომ 75 წლის განმავლობაში ევროპას ასეთი აგრესია არ უნახავს,მაგრამ ეს არ არის სრული სიმართლე.
კიდევ რას უნდა ველოდოთ ევროპული სახელმწიფოებისგან? რუსებისთვის ვიზების ანულირებას? SWIFT-დან გათიშვას? რუსეთის სრულ იზოლაციას? ნავთობის ემბარგოს? საჰაერი სივრცის დაკეტვას? დღესეს ყელაფერი დღსი წესრიგში უნდა იყოს, რადგან საუბარია საფრთხეზე, რომელიც მთელი ევროპის წინაშე დგას. აგრესიის შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია, საჭიროა დაუყოვნებლივი მოქმედება.
მოქმედება უბრალო ხალხსაც შეუძლია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ევროპის ყველა ქალაქში. გამოდით თქვებნი ქალაქების მოედნებზე და მოითხოვეთ მშვიდობა ევროპაში, მშვიდობა უკრაინაში, მოითოხვეთ ომის შეჩერება! ეს ჩვენი და თქვენი უფლებაა!
როდესაც ბომბები კიევში ცვივა, ეს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაში ხდება. როდესაც რაკეტები ჩვენს ხალხს ხოცავენ, ეს ყველა ევროპელი სიკვდილს ნიშნავს. მოითხოვეთ ევროპის მეტი დაცვა, უკრაინის დაცვა, როგორც დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილის.
ვიდრე ევროპის სახელმწიფო ინსტიტუტები მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებას არ ჩქარობენ, თითოეულ ევროპელს თავისსავე ქალაქში შეუძლია მივიდეს ჩვენს საკონსულოში და დახმარება შემოგვთავაზოს. მოითხოვეთ მეტი ფინანსური და სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რადგან ეს დახმარება თქვენი დახმარებაცაა. თქვენ თქვენსავე თავებს ეხმარებით.
თუკი საომარი გამოცდილება გაგაჩნიათ და არ გინდათ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებს ელოდოთ, შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენტან ერთად დაიცვათ ევროპა, სადაც ეს ძალიან საჭიროა.
თქვენ უკვე დაგაშანტაჟეს გაზით,დაგამცირეს. ახლა უნდათ დაგანაწევრონ და გაგიყონ ისე, როგორც ახლა უკრაინის გაყოფას ცდილობენ.
დაიცავით თავი ისე, როგორც ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს!, - განაცხადა ზელენსკიმ.
ვიდეომიმართვას, რომელიც წიან მიმართვებისგან განსხვავებით, წინდაწინ ჩაწერილია, წინ უძღოდა საუბარი, რომ შესაძლოა, პრეზიდენტი ზელენსკი უსაფრთხო ადგილას, ე.წ. ბუნკერში ყოფილიყო გადაყვანილი და ქვეყანა იქიდან ემართა.