კონტაქტი შესაძლებელია თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს დაყრიან - ლავროვი

კონტაქტი შესაძლებელია თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს დაყრიან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვმა ის პირობები დაასახელა, რა შემთხვევაში დათანხმდება ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებას.
ლავროვმა ასევე თქვა, რომ არავინ არ აპირებს უკრაინის ოკუპირებას.
პრეზიდენტ ზელენსკის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები კარგად არის ცნობილი.ჩვენ უკრაინის მილიტარიზმისა და ნეონაციზმისგან განთავისუფლების მომხრე ვართ, რათა ამ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს შესაძლებლობა მივცეთ საკუთარი მომავალი ყოველგვარი ზეწოლის გარეშე განსაზღვროს“, - განაცხადა ლავროვმა.