უკრაინელებმა კუნძული ზმეინი დაიბრუნეს

უკრაინამ კუნძული ზმეინი დაიბრუნა. მესაზღვრეები შავ ზღვაში უკრაინის საზღვრების დაცვას აგრძელებენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა.
ორი უცნობი გემი მიუახლოვდა კუნძულ ზმეინს და ცეცხლი გაუხსნეს ნავსადგურს. მოითხოვეს უკრაინელი მესაზღვრეებისგან, რომ ჩაბარებოდნენ, თუმცა ვადები არ განსაზღვრეს. რის შემდეგაც დაიხიეს კუნძულისგან. ამჟამად კუნძული ჩვენია", - განაცხადა დენისენკომ.