ქალაქ ვორზელში ბომბი საბავშვო ბაღის შენობაზე ჩამოაგდეს - ვითარება უკრაინაში

25.02.22 17:02
ქალაქ ვორზელში ბომბი საბავშვო ბაღის შენობაზე ჩამოაგდეს - ვითარება უკრაინაში

რუსეთი უკრაინაზე შეტევას განაგრძობს. კიევის ოლქში, ქალაქ ვორზელში ბომბი საბავშვო ბაღის შენობაზე ჩამოაგდეს. ყველა ბავშვი გადარჩენილია. ისინი დაბომბვის დროს  ბაღის ტერიტორიაზე, სხვა კორპუსში იმყოფებოდნენ. 50 ბავშვის ევაკუაციაა  ამ წუთებში მიმდინარეობს.

 განსაკუთრებით მძიმეა ვითარებაა მარიუპოლშიც.  იქ ცეცხლი  რუსმა ოკუპანტებმა  მშვიდობიან მოსახლეობას გაუხსნეს.  დაჭრილია 35 ადამიანი, მათ შორის,  მძიმეა 9 დაჭრილის მდგომაროება.

პარალელურად, კიევის ცენტრშ სირენების ხმა ისმის. რუსი დივერსიული ჯგუფები უკრაინის დედაქალაში შეიჭრნენ. კიევის მერი, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ქალაქი თავდაცვის ფაზაში გადავიდა. 

სიტუაცია რთულია,  მტერს სურს, რომ დაგვაჩოქოს და გაგვანადგუროს, - წერს კლიჩკო სოციალურ ქსელში. 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ  პუტინს მიმართავს, დასხდნენ მოლაპარკებათა მაგიდასთან და ადამიანების ხოცვა შეაჩერონ.

მსგავსი სიახლეები