კრემლი უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე თანახმაა - პესკოვი

25.02.22 17:25
კრემლი უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე თანახმაა - პესკოვი

კრემლი უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა. პუტინის პრეს სპიკერის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, ამ კონტექსტში პუტინი ზელენსკის  მოლაპარაკებების გამართვას მინკსში სთავაზობს. 

როგორც ცნობილია, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკირაინის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით დიალოგის მზადყოფნის შესახებ ისაუბრა. თავის დროზე  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობდა, რომ ოპერაციის მიზანი დამოუკიდებელი რესპუბლიკების  დონეცკის და ლუგანსკის დახმარება იყო ,მათ შორის, უკრაინის დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციის გზით. ეს კი წარმოადგენს ნეიტრალური სტატუსის განუყოფელ კომპონენტს , - განაცხადა პესკოვმა. 

 

მსგავსი სიახლეები