ევროკავშირმა პუტინისთვის და ლავროვისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო

25.02.22 17:52
ევროკავშირმა პუტინისთვის და  ლავროვისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას უცხოური გამოცემები ავრცელებენ. 

ამ დროისთვის არ არისცნობილი,  რა სახის აქტივებზეა საუბარი.  ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის ლიდერებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას მომდევნო საათებში განიხილავენ.