გადაწყვეტილება მიღბულია - აშშ პუტინსა და ლავროვს სანქციებს უწესებს

26.02.22 01:32
გადაწყვეტილება მიღბულია - აშშ პუტინსა და ლავროვს სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს პერსონალურ სანქციებს უწესებს. 

“ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან პარტნიორობით”, განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ. 

რას მოიცავს სანქციები ეს მოგვიანებით გაირკვევა. 

“მე მჯერა, რომ ეს იქნება ამერიკული კომპონენტის ნაწილი”- აცხადებს თეთრი სახლის წარმომადგენელი.