"მე აქ ვარ, არანაირ იარაღს არ დავყრით, სამშობლოს ბოლომდე დავიცავთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

26.02.22 10:20
"მე აქ ვარ, არანაირ იარაღს არ დავყრით, სამშობლოს ბოლომდე დავიცავთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი  ფეიკნიუსს ეხმაურება, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა. ზელენსკი კიევში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. 

ვრცელდება ფეიკ ინფორმაცია, თითქოს ჩვენს ჯარს იარაღის დაყრას ვთხოვ - მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ დავყრით, დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეს არის, სიმართლე ისაა რომ ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილები და ჩვენ ყველა დავიცავთ უკრაინას. სულ ეს იყო, რისი თქმაც თქვენთვის მინდოდა, დიდება უკრაინას", - ამბობს ზელენსკი. 

შეგახსენებთ, რომ ტელეგრამში უკრაინის პრეზიდენტის სახელით ვრცელდება მესიჯი, რომ დანებებას აპირებს და აგრესორ ქვეყანას იარაღს აბარებს.