უკრაინელებმა 3 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს - უკრაინის თავდაცვის უწყება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელებმა 3 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს. უკრაინულმა ჯარმა ტყვედ აიყვანა 200-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული მხარის დანაკარგია 14 თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი და 102 ტანკი.
რუსული მხარე დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.