კიევი ალყაშია - რუსების მიერ ნასროლი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა
უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების, სროლის და სირენების ხმა ისმის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტისთვის ნასროლი რაკეტა, სოლომენკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაზიანებულია და ჩამონგრეულია კორპუსის 5 სართული. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსვერპლი არ მოჰყოლია.