აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის $350 მილიონი გამოუყო

აშშ-მ უკრაინას სამხედრო თავდაცვისთვის $350 მილიონი გამოუყო. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, თანხა თავდაცვისთვის განკუთვნილი სერვისებისთვის, ასევე, სამხედრო სწავლებისა და წვრთნებისთვის იქნება გამოყოფილი.
პაკეტის ჯამური მოცულობა $600 მილიონია - აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა $250 მილიონის გამოყოფის საკითხზე მსჯელობისთვის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა.