მსოფლიოსგან მოვითხოვ, რუსეთის სრულ იზოლაციას და მისი ეკონომიკის განადგურებას! - კულება

26.02.22 11:22
მსოფლიოსგან მოვითხოვ, რუსეთის სრულ იზოლაციას და მისი ეკონომიკის განადგურებას! - კულება

უკრაინა მსოფლიოსგან რუსეთის  სრულ იზოლაციას მოითხოვს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ Twitter-ზე დაწერა.

კიევმა, ჩვენმა მშვენიერმა ქალაქმა, კიდევ ერთი ღამე გადაიტანა რუსული არმიის და რაკეტების სროლის ქვეშ. ერთ-ერთი მათგანი კიევის საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. მსოფლიოსგან მოვითხოვ: რუსეთის სრულ იზოლაციას, ელჩების გამოწვევას, ნავთობის ემბარგოს, მისი ეკონომიკის განადგურებას. გააჩერეთ რუსი სამხედრო კრიმინალები!" - წერს კულება.