“არ მჯერა, რომ ეს ომი თქვენი სახელითაა” - ჯონსონის მიმართვა რუსებს რუსულად (ვიდეო)

26.02.22 11:32
“არ მჯერა, რომ ეს ომი თქვენი სახელითაა” - ჯონსონის მიმართვა რუსებს რუსულად  (ვიდეო)

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.

დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა ჩვენი უკრაინელი ძმებისა და დების გვერდითაა, თქვენს სამშობლოზე ამ გაუმართლებელი შეტევის ფონზე.

მივესალმებით სიმამაცესა და პატრიოტიზმს თქვენი მთავრობისა, ჯარისა და ხალხისა. მე ახლო კონტაქტი მაქვს პრეზიდენტ ზელენსკისთან და როგორც პრემიერ-მინისტრი, მთელი გაერთიანებული სამეფოს სახელით ვამბობ: დიდება უკრაინას!” - თქვა ბორის ჯონსონმა. 

ამავე ვიდეოში ჯონსონმა რუსულ ენაზე მიმართა რუსებს და თქვა:”მე არ მჯერა, რომ ეს ომი თქვენი სახელით მიმდინარეობს”.