ეს გადამწყვეტი მომენტია, როცა ხანგრძლივი დისკუსია უნდა დასრულდეს და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყდეს - ზელენსკი

ეს არის ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ხანგრძლივი დისკუსია და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს.
ზელენსკის თქმით, საკითხთან დაკავშირებით, უკვე ჰქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.
ეს არის ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ხანგრძლივი დისკუსია და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყდეს. შარლ მიშელთან განვიხილე დამატებითი ეფექტური დახმარების საკითხი და ასევე უკრაინელების გმირული ბრძოლა მათი თავისუფალი მომავლისთვის“, - წერს ზელენსკი.