უკრაინისთვის - 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია გაიმართება
"პრემიერი არ გამოხატავს ჩვენს პოზიციას!" - ღარიბაშვილის პროპუტინუსტური განცხადებების წინააღმდეგ ხალხი ქუჩაში დღესაც გამოვა. უკრაინის მხარდასაჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დღეს, 19:00 საათზე გაიმართება.
აქციაზე მისვლას გეგმავენ, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვა მოქალაქეები. ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებიან დაანახონ მსოფლიოს, რომ ღარიბაშვილის განცხადება საქართველოს მოსახლეობის პოზიციას არ გამხოატავს.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯებს დგამს.