იტალია მზადაა მხარი დაუჭიროს რუსეთის SWIFT-დან გათიშვას და სამხედრო დახმარება გაუწიოს უკრაინას

26.02.22 14:13
იტალია მზადაა მხარი დაუჭიროს რუსეთის SWIFT-დან გათიშვას და სამხედრო დახმარება გაუწიოს უკრაინას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იტალია რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას ემხრობა.

ეს ჩვენი ქვეყნების, უკრაინის და იტალიის ისტორიაში ურთიერთობების ახალი დასაწყისია. ახლახანს მარიო დრაგიმ სატელეფონო საუბარში მხარი დაუჭირა რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას და თავდაცვაში ჩვენს მხარდაჭერას. უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი" - წერს ზელენსკი Twitter-ზე.

 უკრაინული მხარის თანახმად, სანქციის ამ ზომას ემხრობა საფრანგეთიც. SWIFT-იდან რუსეთის გარიცხვა სურს დიდ ბრიტანეთსაც. აღნიშნულ საკითხს რამდენიმე ევროპლი ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ, იტალია, გერმანია და კვიპროსი დათანხმდნენ, რუსეთი Swift-დან გათიშონ. ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც მხარს არ უჭერს რუსეთის Swift-დან დაბლოკვას, უნგრეთია.

 SWIFT ფინანსური ინსტიტუტების გაერთიანებაა, რომელიც 1973 წელს შეიქმნა და მისი სათავო ოფისი ბელგიაში მდებარეობს. მას აფასებენ, როგორც ბელგიის ეროვნულ ბანკს, რომელიც სხვა ძირითად ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობს, მათ შორის, აშშ-ის ფედერალური რეზერვების სისტემასთან, ბრიტანეთის ბანკსა და ევროპის ცენტრალურ ბანკთან.

მის გარეშე რუსეთიდან და რუსეთში თანხების გადარიცხვა სხვდასხვაა ტრანზაქციისთვის, ვერ მოხდება