"გადაასვენეთ ათასობით რუსი ოკუპანტის ცხედარი რუსეთში“ - უკრაინის ვიცე-პრემიერი წითელ ჯვარს

26.02.22 15:14
"გადაასვენეთ ათასობით რუსი ოკუპანტის ცხედარი რუსეთში“ - უკრაინის ვიცე-პრემიერი წითელ ჯვარს

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, გადაასვენონ უკრაინის ტერიტორიაზე დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები რუსეთში. ვიცე-პრემიერის თქმით, უკრაინაში ათასობით რუსი ჯარისკაცის ცხედარია.

უკრაინაში რუსი ოკუპანტების ათასობით ცხედარია. მივმართავთ წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოებას, ჩაერთოს ამ ჰუმანიტარულ მისიაში და გადაასვენოს მათი ცხედრები რუსეთში, ჩვენ გავიმარჯვებთ, დიდება უკრაინას!“, – განაცხადა მან.